IHR: ირანში, საპროტესტო აქციების 100 მონაწილეს სიკვდილით დასჯა ემუქრება

გამოქვეყნდა:

ირანის უფლებადამცველი ორგანიზაციის (IHR) ინფორმაციით, ირანში, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, სულ მცირე 100 ადამიანს სიკვდილით დასჯა ემუქრება. მათ შორის, სიკვდილით დასჯის რისკის ქვეშაა 5 ქალი. 

 

მანამდე, დეკემბერში, აქციებში მონაწილეობის "ბრალდებით" სიკვდილით 2 პირი დასაჯეს. 

ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ “ღმერთის წინააღმდეგ მტრობის” ბრალდებით მას შემდეგ გაასამართლა, რაც, მათი ცნობით, "დადგინდა, რომ რაჰნავარდიმ “ბასიჯის” ორი წევრი მოკლა". 

ინფორმაციისთვის, IHR-ის ცნობით, ირანში საპროტესტო აქციის სულ მცირე 476 მონაწილე დაიღუპა, მათ შორის 64 ბავშვი და 34 ქალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი