კორუფციული გარიგებები და სატრანსპორტო კოლაფსი | კალაძის ანგარიში და ხმაური საკრებულოში

გამოქვეყნდა:

კახა კალაძის ყოველწლიური ანგარიში საკრებულოში და დაპირისპირება სხდომათა დარბაზში. დედაქალაქის მერმა თავისი მოხსენება ვაკის პარკის ტრაგედიაზე საუბრით დაიწყო, თუმცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არაფერი უთქვამს, სწორედ ეს გახდა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დღეს მწვავე დებატების ერთ-ერთი მიზეზი.

პასუხისმგებლობას გაქცეულ მერს, რომელმაც გამოსვლა ძირითადად მიღწევებს და შესრულებულ პროექტებს დაუთმო, ოპოზიციამ კორუფციული გარიგებები, სატრანსპორტო კოლაფსი და დაუსრულებელი პროექტები კიდევ ერთხელ შეახსენა.

საკრებულოს სხდომათა დარბაზი დღეს არაერთხელ გახდა დაპირისპირების ეპიცენტრი. პირველი ინციდენტი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ რიგში კორცხელისა და ზუგდიდის ინციდენტების ერთ-ერთი მონაწილის გამოჩენას მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი