
ჩვენი ერთიანობის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისიც მსოფლიოში თითქმის არავის სჯეროდა. თითქმის არავის ჩვენს გარდა. უკრაინა გახდა ერთ-ერთი გლობალური ლიდერი - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში, რადაში სიტყვით გამოსვლისა და დეპუტატებისთვის მიმართვისას.
"ჩვენი ეროვნული ფერები დღეს არის სიმამაცისა და შეუდრეკელობის საერთაშორისო სიმბოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კონტინენტზე, როცა ხედავენ ლურჯსა და ყვითელს, იციან, რომ თავისუფლებაზეა საუბარი. ადამიანებზე, რომლებიც არ ნებდებიან, ვინც იდგა, ვინც მსოფლიო გააერთიანა და ვინც მოიგებს" თქვა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ამ ყველაფრისთვის უკრაინას - "მსოფლიო დარწმუნდა, რომ ტირანია მარცხდება, ჩვენი რწმენით. მსოფლიომ დაინახა, რომ თავისუფლება შეიძლება იყოს ტრიუმფალური, ჩვენი მონაპოვარით ბრძოლის ველზე და მადლობა ყველა ჩვენს სამხედროს. ეს აუცილებლად მოხდება. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს." თქვა ზელენსკიმ რადაში სიტყვით გამოსვლისას.