საპროტესტო აქცია ხაშურში - სოფელ ბრილის მოსახლეობა მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის მოსახლეობა შველას ითხოვს. ადგილობრივები მთავრობას გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ბრილში ხაშურის მერიის წარმომადგენლები დღეს მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ადგილზე ხალხის თხოვნით, “მთავარი არხი” ჩავიდა.

ადგილობრივების მთავარი პრობლემა სოფლამდე მისასვლელი 3-კილომეტრიანი გზა გახლავთ. მოსახლეობის თქმით, ხაშურის მერიას არაერთხელ იმართეს გზის მოასფალტების მოთხოვნით, თუმცა უარი მიიღეს.

გარდა ამისა, სოფელში მოშლილია სანიაღვრე არხები და წყლის სათავე ნაგებობა, რაშიც მდინარის წყალი ჩადის.

სასწრაფოს ეზარება, ტაქსი არ მოდის... არ დაადგა საშველი, არ გვაქცევენ ყურადღებას, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნოდარ იმერლიშვილი.

ბრილის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც სოფელში "მთავარის" გადამღები ჯგუფი ჩავიდა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ საგანგებოდ გამოაგზავნა ე.წ. გრეიდერი, რომელმაც სოფელთან მისასვლელი გზის გასუფთავება დაიწყო. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არაა. მათივე თქმით, თუ მერია მათ პრობლემებს სათანადო ყურადღებას არ დაუთმობს, ისინი მომავალში უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი