ჩინეთში Covid19-ის შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე ქვეყანა შეზღუდვებს აწესებს

გამოქვეყნდა:

ჩინეთში Covid 19-ის შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე ქვეყანა შეზღუდვებს აწესებს.

იტალიაში ჩინეთიდან შესული ყველა ტურისტი სავალდებულო კოვიდის ტესტირებას გაივლის. 

როგორც იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, ეს აუცილებელია "ვირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტის მეთვალყურეობისა და იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად და იტალიის მოსახლეობის დასაცავად".

მკაცრი ზომები მიიღო ასევე:

იაპონიამ - ჩინეთიდან ქვეყანაში ჩასულ ყველა მოგზაურს კოვიდტესტი ჩაუტარდება. მათ, ვისაც ვირუსი დაუდასტურდება, კარანტინში გადაიყვანენ, სიმპტომიანი პაციენტებს კარანტინში ყოფნა 7 დღის განმავლობაში მოუწევთ, უსიმპტომოებს კი 5. ასევე შეიზღუდება ფრენების რაოდენობა ჩინეთის მიმართულებით და უკან.

ინდოეთმა - ქვეყანაში ჩინეთიდან ან აზიის ოთხი სხვა ქვეყნიდან ჩასულმა მოგზაურებმა უნდა წარადგინონ კორონავირუსის ტესტი. სიმპტომიანი ან დადებითი ტესტის პასუხის შემთხვევაში მგზავრები კარანტინში იქნებიან.

ტაივანმა - ქვეყანაში ჩინეთიდან შესულ ადამიანებს კოვიდტესტი უნდა გაიკეთონ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოქალაქეებს იზოლაცია სახლში შეეძლებათ.

შეზღუდვები დააწესა ინდოეთმაც, აშშ-მა კი განაცხადა, რომ ჩინეთიდან ფრენების შეზღუდვას განიხილავს.

თითქმის სამწლიანი შეზღუდვების შემდეგ, 8 იანვრიდან ჩინეთში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება, ამავდროულად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, გასულ კვირას ჩინეთში კოვიდის 4 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი