იუსტიციის სამინისტრო 28 დეკემბერს ელჩებთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. წერს, რომ სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
"2022 წლის 28 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე.
იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მაქსიმალური გამჭვირვალობა და მომავალშიც მოხდება საკითხის თაობაზე საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება", - წერს სამინისტრო.
ცნობისთვის, შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩმა. მისი თქმით, რატი ბრეგაძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ მიმდინარე პროცესებსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დამატებით დეტალებზე ელჩს არ უსაუბრია.