საეჭვო ხალხი მივიდა ადმინისტრაციასთან და მოკალი, ეძახიან, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდ ცივილიზაციაზე - ალასანია

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ მესამე პრეზიდენტი კლინიკაში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. ის პალატაში სპეციალური ეკიპირებით შეუშვეს. 

ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ის გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მიერ გამართულ აქციასაც გამოეხმაურა.

"ჩაცმულები, დაცულები, პირბადით, ხალათით და ყველაფერი რაც საჭიროა. საერთოდ გაოგნებული ვარ ამ დამოკიდებულებით, პრეზიდენტის მიმართ, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს იქ ვერ გავიგე, სახელმწიფოს აქვს სიმბოლოები, ერთ-ერთი სიმბოლო არის პრეზიდენტი, ძალიან ხელშეუხებელია. რა მოაწყვეს იქ ვერ გავიგე, რაღაც ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ვიღაც საეჭვო ხალხი რომ მივიდა და მოკალი, მოკალი, ეძახიან, რას ვგავართ, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდ ან ცივილიზაციაზე, ან რამეზე", - თქვა ალასანიამ. 

იხილეთ ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი