"კაპასი პასუხები იყო, თავშეუკავებელი" - ვოლსკი ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

"ეს ხალხი, ვინც გუშინ შეიკრიბა, არიან დაზარალებულები და სასტიკად ნაწამები ჰყავთ ოჯახის წევრი, წაართვეს ქონება, ღირსება, უამრავ ადამიანს, ვისთანაც პირდაპირ კავშირში არიან შეკრებილები და არ შეიძლება ამაზე ასე საუბარი, რომ ვიღაც უკეთებს ორგანიზებას. არავითარი ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ როდესაც საშიშროება დგას მთავარი დამნაშავის გამოშვების, შეწყალების, ადამიანთა გარკვეული ნაწილი შეიკრიბოს და ეს ნაწილია იმ ადამიანთა, რომლებმაც ტერორი გამოიარეს სააკაშვილის ხელში. ვფიქრობ, უფრო კაპასი პასუხები იყო, თავშეუკავებელი კომენტარები იყო და ამის უკან შეიძლება გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იდგეს, რომელიც აბსოლუტურად უპირისპირდება როგორც კონკრეტული ადამიანების ინტერესს, მათ ემოციას, ასევე ქვეყნის და ზოგადად საზოგადოების ინტერესებს და პოზიციას."

აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი, პრეზიდენტის სასახლის წინ, გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით - "არ შეიწყალო მიშა" და ამ აქციის მონაწილეებისთვის, ზურაბიშვილის მიმართვაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი