პარლამენტის სხდომების გაცდენის გამო, დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ - 60 ათასი ოპოზიციაზე მოდის 

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, წლის განმავლობაში დეპუტატებს ხელფასიდან 80 000 ლარი დაექვითათ, აქედან 60 000 ოპოზიციაზე მოდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ამ თანხას ქველმოქმედებისთვის გამოიყენებენ. 

„მიმდინარე წელს 80 ათასი ლარი დაგროვდა ჯარიმებითა და დაქვითებით. საინტერესოა, რომ ამ თანხიდან 77% ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, დაახლოებით 60 ათასი ლარი. ხაზინადართა საბჭოს მივმართეთ და საბჭომ იმსჯელა, რომ ეს თანხა გამოვიყენოთ ქველმოქმედებისთვის. ბიუროს ვთხოვთ, დავამტკიცოთ, რათა ეს თანხა გარკვეული საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ“, - თქვა პაპუაშვილმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი