$400 მილიონის რაკეტები გვესროლეს, რათა რამდენიმე საათი/დღე უშუქოდ ვისხდეთ...სულელებთან ვიბრძვით - არესტოვიჩი 

გამოქვეყნდა:

მთელი ჩემი ფანტაზიით ვერ წარმოვიდგენდი კრემლის მიერ ისეთი ძვირფასი რესურსის არაეფექტურ ხარჯვას, როგორიც არის საკრუიზო რაკეტები, თითო მინიმუმ 1 200 000 დოლარის ღირებულებისაა. 

რასაც არ უნდა ცდილობდნენ, 300-400 მილიონი (დოლარი) არაფერში მიდის და რუსულ სამხედრო ინდუსტრიას დახარჯულის აღდგენის შესაძლებლობა არ აქვს.

დღეს რაკეტების მთელი დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამდენიმე საათი/დღე შუქის გარეშე ვისხდეთ. 

ჩვენ ვიბრძვით სულელებთან[...]

როგორც ნაპოლეონმა თქვა:

- გამარჯვებისთვის ორი რამ არის საჭირო: იღბალი და სულელი მოწინააღმდეგე.
დავამატებ, რომ სულელი მოწინააღმდეგე თავისთავად ნამდვილი იღბალია.

- წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი, დღეს რუსეთი მთელი დღის განმავლობაში უკრაინას ბომბავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი