
"ბელარუსის ტერიტორიაზე დღეს 10:00-დან 11:00 საათამდე უკრაინული S-300 სარაკეტო სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა" - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო Belta ავრცელებს.
ლუკაშენკოს მედია წერს, რომ მომხდარის შესახებ სახელმწიფოს მეთაურს მაშინვე ეცნობა. მისი დავალებით, კი საგამოძიებო კომიტეტისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფი ჩავარდნის მიზეზების ძიებით არის დაკავებული.
"არსებული ინფორმაციით, განიხილება ორი ძირითადი სცენარი: რაკეტა გაფრინდა ბელარუსის ტერიტორიაზე ისევე, როგორც ბოლოდროინდელი ინციდენტი პოლონეთში, როდესაც რაკეტა არ გაფრინდა სწორი მიმართულებით ან ეს რაკეტა ჩამოაგდო ბელარუსის საჰაერო თავდაცვამ",- წერს Belta.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.