
რუსეთის ენგელსის სამხედრო აეროდრომი ისევ დაბომბეს. რეგიონის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინული საფრენი აპარატი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა გაანადგურეს, თუმცა დაზიანდა თუ არა აეროდრომი ან თვითმფრინავები ჯერჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგო.
ცნობისთვის, ენგელსის აეროდრომზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის სტრატეგიული ბომბდამშენებია განლაგებული. აეროდრომი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კმ-ში მდებარეობს და აეროდრომს რუსები უკრაინაზე სარაკეტო იერიშებისთვის იყენებს.
შეგახსენებთ, რომ აეროდრომზე შეტევა უკვე მესამედ განხორციელდა პირველად 2 თვითმფრინავი განადგურდა, ერთი კი ნაწილობრივ დაზიანდა. ხოლო მეორე შეტევას კი 3 პილოტი ემსხვერპლა.