ჩინეთში, ავტოსაგზაო შემთხვევაში 200-ზე მეტი მანქანა მოხვდა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის ქალაქ ჟენჯოუში მასშტაბური ავტოკატასტროფა მოხდა, რომელშიც 200-ზე მეტი მანქანა მოხვდა. დაიღუპა 1 ადამიანი. ინციდენტი ხიდზე მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ ძლიერმა ნისლმა გამოიწვია.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხიდი მოლიპულიც იყო, რამაც იქ მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი საცობი წარმოქმნა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და მეხანძრე-მაშველები.    

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი