ვივა მედის ექიმის თქმით, 4 ოქტომბერს, მოსამართლისა და პროკურორების მისვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა "საგრძნობლად გაუარესდა"

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აგვისტოს ბოლო, სექტემბრის დასაწყისიდან გაუარესდა - ამის შესახებ სასმართლო პროცესზე, ვივა მედის ექიმმა, ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ განაცხადა.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე, სადაც მისთვის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობაზე მსჯელობენ, მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. აბაშიძეს კითხვებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი უსვამს.

"გარკვეულ ეტაპზე გვქონდა გაუმჯობესება. დაახლოებით, როდესაც საკვების მიღების პროცესი განახლდა, ეს არ იყო სრულყოფილი მაგრამ იყო უკეთესი ვიდრე არაფერი. იმ პერიოდში იყო გარკვეული გაუმჯობესება ნევროლოგიურადაც, ემოციურადაც, განწყობითაც, ლაბორატორიული მონაცემებიც სტაბილური იყო, შემდგომ უკვე, გარკვეული პერიოდიდან მოხდა ისევ მდგომარეობის შეცვლა. ეს იყო აგვისტოს ბოლოდან, სექტემბრის დასაყისიდან, ისევ წამოვიდა უარყოფითი დინამიკა. 

ბოლო თვეების განმავლობაში არის გამოკვეთილი უფრო გამოხატული უარყოფითი დინამიკა ნევროლოგიური თვალსაზრისით, თუმცა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არ არის გაუარესებული, სტაბილურია. პათოლოგიური ცვლილებები მკვეთრად გამოხატული ლაბორატორიული კვლევებით, არ არის." ამბობს აბაშიძე.

ექიმის თქმით, მის მიერ მიხეილ სააკაშვილს დასმული აქვს პოლინეიროპათიისა და ენცეფალოპათიის დიაგნოზი, რომლის ეტიოლოგია დაუზუსტებელია:

"პირველად დასმული დიაგნოზი არის კვებითი დეფიციტით გამოწვეული, შემდგომ უკვე შემოსვლის მომენტიდან არის ენცეფალოპათია და პოლინეიროპათია დაუზუსტებელი იმდენად რამდენადაც, კვებითი დეფიციტით გამოწვეული ეტიოლოგია რჩება, ისევ ვერ იღებს საკვებს და გარდა ამისა, გარკვეულ ეტაპზე იყო სომატური დისფუნქციები, სხვადასხვა ტიპის ინფორმატორული ცვლილებები და აქედან გამომდინარე ზუსტი დეფინირება ეტიოლოგიის არის ასეთი - პოლინეიროპათია და ენცეფალოპატია დაუზუსტებელი." თქვა ექიმმა ნევროლოგმა.

თამარ აბაშიძეს ადვოკატმა ჰკითხა, დამძიმდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა  4 ოქტომბრის მერე, მას შემდეგ რაც მასთან მოსამართლე და პროკურორები მივიდნენ და პალატაში სასამართლო სხდომის გამართვა დააპირეს. ექიმმა დაადასტურა, რომ ამ დღის შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა:

"მას ჰქონდა ძლიერი ფსიქომოტორული აღგზნება, იმის შემდგომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, საგრძნობლად გაუარესდა. " ხაზგასმით აღნიშნა თამარ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, სასამართლო სხდომაზე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი დისტანციურად იკითხებოდა. 

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი