ჩვენს ხელთ არსებული რესურსი არის სრულად გამოყენებული - ვივა მედის ექიმი

გამოქვეყნდა:

ჩვენს ხელთ არსებული რესურსი არის სრულად გამოყენებული რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჩემი აზრით - განაცხადა სასამართლო პროცესზე "ვივა მედის" ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ მიხეილ სააკაშვილის მკურაბლობასთან დაკავშირებით.

აბაშიძის თქმით, რეაბილიტაციის გეგმა არსებობს, თუმცა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისი განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება: 

"რეაბილიტოლოგმა უნდა დაადგინოს გეგმა და არსებობს ეს გეგმა, უბრალოდ სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ვერ დავიწყეთ. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, საერთო სისუსტე, ტემპერატურული რეაქციები, ემოციური მდგომარეობა, განწყობა, საკვების მიღების გაძნელება, წონაში მკვეთრი კლება" ამბობს აბაშიძე. 

პენიტენციური წარმომადგენლის კითხვაზე, საჭიროა თუ არა პაციენტის მზაობაც შედეგის მისაღებად, ექიმი პასუხობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან რამდენჯერმე ფსიქიატრი იმყოფებოდა და მესამე პრეზიდენტმა მასთან აღნიშნა, რომ არსებულ გარემოში, ფსიქოლოგთან ურთიერთობა უჭირს:

"გვქონდა ამის მცდელობა, იყო ფსიქიატრი რამდენჯერმე, ჰქონდა საუბარი, უბრალოდ, როგორც პაციენტი ამბობს, მას ძალიან უჭირს იმ გარემოში ფსიქოლოგთან ურთიერთობა" აღნიშნა აბაშიძემ. 

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი