ხველის სიროფის დალევის შედეგად უზბეკეთში 18 ბავშვი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინდური მწარმოებლის ხველის სიროფის დალევის შედეგად, 18 ბავშვი გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, წინასწარი ტესტების შედეგად აღმოაჩინეს, რომ წამალი ეთილენ გლიკოლს შეიცავდა. ექიმებმა მედიკამენტის შემადგენლობაში ეჭვი მას შემდეგ შეიტანეს, რაც მისი გამოყენების შემდეგ სიკვდილიანობა გაიზარდა. 

"გარდაცვლილი ბავშვები საავადმყოფოში მოხვედრამდე ამ პრეპარატს იღებდნენ სახლში 2-7 დღის განმავლობაში, 3-4-ჯერ დღეში, 2,5-5 მლ, რაც აღემატება ბავშვებისთვის პრეპარატის სტანდარტულ დოზას", -  განაცხადა უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტრომ.

ინდოეთის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წამლების მწარმოებელი პირები, რეგულარულ კონტაქტში არიან, უზბეკეთის წამლების ეროვნულ მარეგულირებლებთან. 

კომპანიამ სიროფის წარმოება დროებით შეაჩერა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი