
ბინიამინ ნეთანიაჰუ ისევ ისრაელის პრემიერმინისტრი გახდა. ისრაელის პარლამენტმა ნეთანიაჰუს ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ნეთანიაჰუმ ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრემიერმინისტრის საქმიანობას.
მთავრობას ნდობა გამოუცხადა კოალიციის 64 წევრიდან 63-მა, რომელიც 120-მანდატიან ქნესეთში უმრავლესობას წარმოადგენს.
ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერმინისტრი 1996-1999 და 2009-2021 წლებშიც იყო.