მუქარის ახალი ტალღა ქვეყნის პრეზიდენტზე. სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლის კამპანიაში სახელისუფლებო პარტიის ლიდერები ამჯერად სათადარიგო მოთამაშეებმა ჩაანაცვლეს, თუმცა მთავარი გზავნილი უცვლელი დარჩა.
ივანიშვილის პარტია სახელმწიფოს მეთაურზე ზემოქმედების არც ფორმას არ ერიდება, მათ შორის შეურაცხყოფას იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების კურსს არ გადაუხვიოს და არ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.