უკრაინის 4 ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე უკვე 1 116 მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის 31 ბავშვია

გამოქვეყნდა:

​უკრაინის ეროვნული პოლიციის ოპერატიული რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსეი სერგეევის ინფორმაციით, უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე სამართალდამცავებმა უკვე 1 116 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის 31 ბავშვია.

საუბარია დონეცკის, მიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონების გათავისუფლებულ დასახლებებზე. 

"დონეცკის, მიკოლაივის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყებიდან 1 116 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის 31 ბავშვის ცხედარია. სამი ადამიანის ცხედარი გუშინ ხერსონის რაიონში იპოვეს", - თქვა სერგეევმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით გამომძიებლებმა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 5 398 სამხედრო დანაშაული დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში, უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის პოლიციამ 53 700-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი