
არიზონას გაყინულ ტბაზე, სადაც ოჯახი ფოტოს გადაღებას ცდილობდა, ყინული ჩაიმტვრა, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა.
კოკონიოს ხელისუფლების ცნობით, დაღუპულები ინდოეთის მოქალაქეები, დედა, მამა და მცირეწლოვანი შვილი არიან. მაშველებმა, ქალის წყლიდან ამოყვანა მალევე მოახერხეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ორი ცხედარი კი, ინციდენტიდან მეორე დღეს იპოვეს.