შესაძლოა, ნიდერლანდებმა მობილიზებას გაქცეული რუსი ლტოლვილები უკან, რუსეთში გააბრუნოს

გამოქვეყნდა:

შესაძლოა მალე ნიდერლანდებმა მობილიზაციისგან გაქცეული რუსი ლტოლვილების რუსეთში დაბრუნება დაიწყოს, რადგან ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის ჯარში პოტენციურ გაწვევას თავშესაფრის მინიჭების საკმარის მიზეზად აღარ მიიჩნევს, - ინფორმაციას უკრაინული მედია, ბელგიური გამოცემაზე დაყრდნობთ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნიდერლანდების თავშესაფრის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ვან დენ ბურგმააღნიშნა, რომ მომავალში "მობილიზაციის შიში" რუსეთის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაცემად კანონიერ საფუძვლად არ ჩაითვლება.

გარდა ამისა, ნიდერლანდების სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ მომენტისთვის საკმარისი ინფორმაცია "მასშტაბზე, რომელშიც რუსი წვევამდელები ნაძალადევად იყვნენ გაგზავნილი უკრაინის წინააღმდეგ ომში" არ გააჩნიათ. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, ხოლო 31 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მობილიზაცია ოფიციალურად დაასრულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი