„მინდა საქართველოს პრეზიდენტს შევახსენო, რომ 2011-2012 წლებში ის იყო არსად, ის იყო საზღვარგარეთ, საქართველოშიც კი არ ჩამოსულა. საქართველოში დაბრუნდა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უკვე გამზადებულზე, ასეთ დროს მართლა არ ვიტყოდი არაფერს, მაგრამ ის, რომ „ქართუში“ მუშაობას კომპრომატად წამოუყენებს ვიღაცას, ის მაინც გაიხსენოს, რომ 2011-2012 წლებში მთლიანად გარიდებული იყო გადამწყვეტ ბრძოლას, რომელმაც საქართველოში დემოკრატიული გარდატეხა მოიტანა“
- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში.