რუსი ექიმი: სააკაშვილის მდგომარეობა ნავალნიზე მძიმეა, საჭიროა სასწრაფო ზომები

გამოქვეყნდა:

"ნავალნის მოწამვლის შემთხვევაში ამოცანა იყო ადამიანის სწრაფად მოკვლა. სააკაშვილის შემთხვევაში კი, საქმე გვაქვს ნელ პროცესზე არაკეთილსაიმედო ფინალით!'' - ამის შესახებ განაცხადა რუსმა ექიმმა ანდრეი ვოლნამ, ჟურნალისტ იულია ლატინინასთან ინტერვიუში.

მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის და მკურნლობის საკითხზე ისაუბრეს. "ნავალნთან მიმართებით ეს იყო დანაშაულებრივი მკურნალობა, სააკაშვილის შემთხვევა კი უფრო მძიმეა და საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება!'' - ამბობს ანდრეი ვოლნა.

"ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილს აძლევდნენ 14 პრეპარატს, რომლებიც არავინ იცის როგორია ურთიერთქმედებისას და როგორ მოქმედებს კონკრეტულ ორგანიზმზე. მკურნალობის ის ტიპი, რომელსაც სააკაშვილისთვის იყენებენ, ტიპურია საბჭოთა და პოსტსაბჭთა მედიცინისთვის.  ნორმალური თერაპიისთვის მაქსიმუმ 5 პრეპარატი გამოიყენება. ამიტომ კლინიკაში, სადაც სააკაშვილია, არცთუ სწორად მკურნალობენ. ამასთან, არცერთ ამ მედიკამენტში არაა დარიშხანი და ვერცხლისწყალი. ამიტომ საიდან მოხვდა ისინი ორგანიზში?",- ამბობს ვოლნა

ლატინინას კითხვაზე: ანუ არანაირი ნოვიჩოკი არ არის საჭირო? გამოწერე 40 წამალი და.. რუსი ექიმი პასუხობს: 

"ნავალნის მოწამვლის შემთხვევაში ამოცანა იყო ადამიანის სწრაფად მოკვლა. სააკაშვილის შემთხვევაში თუკი მართლაც არის მძიმე მეტალები და ვერ ვხვდები საიდან, საუბარია ნელ პროცესზე არაკეთილსაიმედო ფინალით. წარმოიდგინეთ, ყველა მიმართულების ექიმი თავისი დანიშნულებით და პაციენტი ტოქსიკურ დარტყმას იღებს.  ნავალნის შემთხვევაში ეს არის დანაშაულებრივი მკურნალობა, მიიყვანონ ადამიანი ლეტალურ გამოსავლამდე. სააკაშვილი უფრო მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროა სასწრაფო ზომები"- თქვა მან. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი