"არ მოკლა პრეზიდენტი!" - ამ შინაარსით მეშვიდე დღეა სამოქალაქო აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ. თავდაპირველად ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათენებდნენ ღამეს, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილის სახლთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რაც მის სიცოცხლეს გადაარჩენს. ისინი ამბობენ, რომ არ უნდა განმეორედ ის ტრაგედია, რაც წარსულში საქართველოში მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.