განწყობა მაინც და მაინც საზეიმო არაა, მაგრამ მალე გამარჯვების იმედი გვაქვს - უკრაინაში მებრძოლი მამუკა მამულაშვილი

გამოქვეყნდა:

დღეს პუტინის ომის 310 დღეა. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ახალი წლის დადგომას ელოდება, უკრაინაში პუტინი ომს აგრძელებს. ამ დრომდე მძიმე ვითარებაა ქალაქ ბახმუტში, საიდანაც არაერთი მცდელობის მიუხედავად ისევ ვერ გამოასვენეს 6 ქართველი ჯარისკაცის ცხედარი.

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ამბობენ, რომ მოსახლეობაში არ არის საზეიმო განწყობა, თუმცა ყველას აქვს იმედი, რომ მომავალ წელს უკრანა აუცილებლად გამარჯვებს.

"განწყობა მაინც და მაინც საზეიმო არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძალიან შემართებით არიან უკრაინელები განწყობილი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს გამარჯვების მალე, სავარაუდოდ, გაზაფხულზე და მთლიანად სამოქალაქო პირები, სამხედროები ძალიან მოტივირებულები არიან, განწყობილები არიან საბრძოლველად და უკრაინა ამ ომში ფაქტიურად უპირობო გამარჯვებული არის უკვე", - თქვა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, მამუკა მამულაშვილმა. 

უკრაინაში მებრძოლი რომეო ფარულავა ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი ისეთ ხასიათზეა, ისე მხნედ, ისეა მომზადებული ფსიქოლოგიურად, უნდათ მხოლოდ ომში გამარჯვება.

მისი თქმით, ბახმუტის გარდა, ყველა მიმართულებაზე თავდაცვით რეჟიმში არიან - "ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ ამ წელს აფხაზეთში, სხვა გამოსავალი არ არის და სხვანაირად არ იქნება მგონია". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი