სააკაშვილი არის 2-ოთახიან პალატაში, სადაც ექიმები დასტრიალებენ და თავს ევლებიან. პლუს, იუსტიციის მინისტრის მხრიდან შეთავაზება იყო, რომ შეუძლიათ, ნებისმიერი უცხოელი ექიმი ჩამოიყვანონ. აპარატურ მთლიანად ადგილზეა. საზღვარგარეთ გადაყვანას რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს. მას საქართველოს ჰაერი თუ არ სიამოვნებს მიხეილ სააკაშვილს, ნუ ბოდიში, არ ვიცი, მაგაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თავის დროზე ქართული პასპორტი არ ესიამოვნა და საქართველოს მოქალაქეობა ჩააბარა, უარი თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა სამარცხვინოდ. ახლა ამბობს, რომ ქართული ჰაერი არ სიამოვნებს და ამის გამო ბრჭყალებში - "კვდება", თუ რასაც იძახიან ხო?
- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე საუბრისას.