თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირველ და შვიდ იანვარს მოქალაქეებს ღამის სამ საათამდე მოემსახურება. ამ თემაზე კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მგზავრობა გახანგრძლივებულ საათებში უფასო იქნება.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო, ავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი როგორც ახალი წლის, ისე შობის ღამეს, პირველ და შვიდ იანვარს ღამის სამ საათამდე მოემსახურება მგზავრებს. გახანგრძლივებულ საათებში, რა თქმა უნდა, მგზავრობა იქნება უფასო", - თქვა კალაძემ.
მან მადლობა გადაუხადა სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში მოქალაქეებისთვის იმუშავებენ.