ომი, 21-ე საუკუნეში ძალიან ტრაგიკულია. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურს ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული კუთხით. საქართველოს არაფერი დაუზოგავს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს პოზიცია არის ძალიან მკაფიო, საქართველოს პოზიცია არის სიმართლის მხარეს, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს პოზიცია არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დამცველი და ის, რომ ჩვენ საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების უმთავრესი ინტერესი.
- თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა IPN-თან ინტერვიუში.