გუშინდელ სხდომაზე ექიმებმა თქვეს სიმართლე, ეს სამოქალაქო გმირობის ტოლფასია - ალასანია

გამოქვეყნდა:

"ვივა მედში" ამ წუთებში მესამე პრეზიდენტს დედა, გიული ალასანია ხვდება. მან პალატაში შესვლამდე მადლობა გადაუხადა ექიმებს გუშინ, სასამართლოზე გულწრფელი ჩვენებებისთვის და თქვა, რომ მათი განცხადებები სამოქალაქო გმირების ტოლფასია.

გიული ალასანია ამბობს, რომ მხოლოდ ამერიკელი ტოქსიკოლოგისა და "ვივა მედის" ნევროლოგის ჩვენებებიც საკმარისია, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადონ.

"ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო, მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანმა თქვა სიმართლე, როგორც შეეფერება პროფესიონალს. [რესურსები ამოწურულია] როგორც ჩანს ასეც არის, მე მიმაჩნია, რომ ეს არის სამოქალაქო გმირობა. ჩემთვის საკმარისია, ["ვივა მედის" ექსიმების ჩვენება სასჯელის გადასავადებლად] მაგრამ იქ ვისაც ეს ეხებათ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე სხვა საქმეა", - თქვა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის მორგი პროცესი 15:00 საათზე გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი