სახლში ოჯახის გადასარჩენად შებრუნდა - ქვემო ხოდაშენში ხანძარს გურჯაანის პრობაციის თანამშრომელი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილი 39 წლის კაცი, გიორგი ხმიადაშვილი, გურჯაანის პრობაციის სამსახურის თანამშრომელია.

ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვი, დედა და გიორგი ხმიადაშვილი.

მეზობლების ინფორმაციით, იგი ინციდენტის დროს სამსახურში მიდიოდა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ სახლში ხანძარი იყო ოჯახის გადასარჩენად შიგნით შებრუნდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ სახლში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი