მიხეილ სააკაშვილის პროცესი 9 იანვრამდე გადაიდო

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. შემდეგი სხდომა 9 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება. 

პროცესის გადადების მიზეზად, მოსამართლე, გიორგი არევაძემ დაასახელა, რომ სხვა საქმეზე გავიდა სათათბიროდ. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე აპირებდა, შუამდგომლობის დაყენებას, რომ პროცესები დასვენების დღეებშიც ჩანიშნულიყო.

დღევანდელი პროცესი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული. სასამართლოში "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი უნდა გამოკითხულიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მის ნაცვლად ამერიკელი ექსპერტი, ნევროლოგი ექიმი ლაჰანი გამოიკითხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სასამართლო საქმის ფარგლებში, მოსამართლე არევაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საკითხზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი