დარჩენილია ცარიელი ჩონჩხი, მიკვირს ხანდახან დამხმარე საშუალებით როგორ გადაადგილდება - ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" დღეს მესამე პრეზიდენტი, დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილიც ფიქრობს, რომ გუშინდელ სხდომაზე "ვივა მედის" ნევროლოგის, თამარ აბაშიძის ჩვენება გმირობა იყო. 

გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დაიკლო წონაში და ზოგჯერ უკვირს როგორ ახერხებს გადაადგილებას დამხმარე საშუალებითაც კი.

"პრეცესს ადევნებს, რა თქმა უნდა, თვალს მოეწონა, კმაყოფილი იყო, მასაც მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა იყო გმირობა. საშინელი მდგომარეობაა, დარჩენილია ცარიელი ჩონჩხი, მე მიკვირს ხანდახან რომ უხდება ვთქვათ აბაზანამდე მისვლა, თუნდაც იმ დამხმარე საშუალებით როგორ გადაადგილდება არ ვიცი ეს ცარიელი ჩონჩხი", - თქვა გიული ალასანიამ. 

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყოველ დღე აღენიშნება ტემპერატურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი