ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია სურს - დეკანოიძის ბრიფინგი დეპუტატებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილთან პარლამენტის წევრების მონახულების შეზდუდვაზე გადაწყვეტილება შეაფასა. 

ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით "პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა ხელისუფლებამ". 

"პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა ხელისუფლებამ, მასთან გუშინ, გუშინწინ არ შეუშვეს მისი შვილები, დღეს პარლამენტის წევრებს შეგვეზღუდა უფლება მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი. და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში...ეს სრული იზოლაცია, რომელიც დასრულდა კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო არის იმის დასტური, რომ მისი პოლიტიკური და ჰუმანური, ასევე, ჯანმრთელობის საკითხების იზოლაცია, არის ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფერო გაუარესდება",- თქვა დეკანოიძემ. 

დეპუტატის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ერთპიროვნულად მიიღო. მან გაიხსენა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილთან გასულ დღეებში არც მისი შვილები შეშვეს. 

"თუ საქმე ეხება უსაფრთხოების ზომების დარღევას და გამკაცრებას. ე.ი. თვითონვე აღაირეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, აღიარეს ის ძალიან მძიმე განცხადებები, რომელიც იყო ტოქსიკოლოგის მიერ გავრცელებული სასამართლოზე...ხელისუფლებამ უსაფრთხოების ე,წ, ზომები დაუწესა პარლამენტის და მისი ოჯახის წევრებს და მინდა, ვკითხო ხელისუფლებას რა საფრტხე წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ხელისუფლებისთვუს, ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის, რომლებიც მიდიან, რომ მოინახულონ ადამიანი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, რა საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდეთ ჩვენ?",- თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ღიად თქვა, რომ ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება უკვე მიმართულია იმ პროცესებისჯენ, როდესაც შეიძლება, ქვეყანამ მიიღოს შეუქცევადი შედეგები, რაც დააზიანებს საქართველოს. ხატია დეკანოიძის თქმით, ერთადერთი ბერკეტი რაც რჩება არის ზურაბიშვილის ხელში და ეს შეწყალებაა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი