ახალი წლიდან გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ანაზღაურება ყოველთვიურად 5 000 ლარის ნაცვლად, 6 050 ლარი იქნება. 10%-ით გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ანაზღაურებაც და 5 600 ლარი გახდა.
საკითხს "ქართული ოცნების" წევრებმა დღეს რიგგარეშე სხდომაზე უყარეს კენჭი და მხარიც ერთხმად დაუჭირეს. სხდომაზე ბოიკოტი გამოაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
გარდა ამისა, გორელმა მაღალჩინოსნებმა გაიზარდეს საწვავის ლიმიტიც.
"10%-ით გაიზარდა რიგითი თანამშრომლიდან თანამდებობის პირების ჩათვლით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავრობო გადაწყვეტილება, ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის თანამდებობის პირებსაც. ის აზრი, რომ თანამდებობის პირს არ უნდა გაეზარდოს ხელფასი, ჩემთვის მიუღებელია. მანქანით მას უნდა ჰქონდეს საშუალება არასამუშაო პერიოდშიც გადაადგილდეს, იმიტომ, რომ დასვენების დღეც, ის არის სამუშაოს გაგრძელება", - თქვა დავით რაზმაძემ.
ცნობისთვის, გორის ვიცე-მერი, ნიკა ღვინიაშვილი საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაშია მხილებული, რომელმაც საზაფხულო შვებულება მერიის მანქანითა და საწვავით მოიწყო.