"აღიარე რომ შენ მოკალი გიორგი შაქარაშვილი, აღიარე, რომ გადააგდე ხიდიდან" - პოლიცია რატი ტუსიაშვილს მკვლელობის აღიარებას სთხოვდა

გამოქვეყნდა:

სამართალდამცველები გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს, რატი ტუსიაშვილს შაქარაშვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ.

ინფორმაცია ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გადაცემაში "მთავარ აქცენტები" გაავრცელა. მთავარი არხის დირექტორის თქმით, პოლიცია ტუსიაშვილთან 20 ივნისს, გამთენისას მივიდა, მცხეთის პოლიციაში წაიყვანეს და სცემეს:

"19-დან 20 რიცხვის გამთენისას, სამ საათსა და 30 წუთზე, პოლიცია მოდის რატისთან, მიჰყავთ მცხეთაში გამომძიებელ ლევან მაისურაძესთან, ადვოკატის გარეშე, სცემენ და ეუბნებიან შემდეგს: აღიარე რომ შენ მოკალი გიორგი შაქარაშვილი, აღიარე, რომ შენ ის გადააგდე ხიდიდან" ყვება ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, აქ  იკვეთება ინტერესი, რომ პოლიციას მკვლელობისა და ხიდიდან გადაგდების ფაქტები სჭირდება.

გარდა ამისა, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ტუსიაშვილს მცხეთის პოლიციაში უსახელებენ რამდენიმე გვარს და ეკითხებიან იცნობს თუ არა ის ემზო ელბაქიძეს, გიორგი ნადიროვსა და დაჩი ბუაძეს.

ცნობილია, რომ დაჩი ბუაძე "კაწროს" ახლო მეგობარი და მის დაჯგუფებასთან დაახლოებული პირია.

შეგახსენებთ, რომ რატი ტუსიაშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეში, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ე.წ. დიდუბის ეპიზოდზე საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად სახელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი