აბსურდული ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში - მოწმე ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილზე ნიახურს აგროვებდა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკვეთილი კიდევ ერთი თვითმხილველი სამართალდამცავებს უჩვეულო ჩვენებას აძლევს. დავით კიპაროიძე ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილზე, შუა ღამეს ნიახურს აგროვებდა.

კიპაროიძე საკუთარი თეთრი ფერის მიკროავტობუსით გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმეა. ის პირველად 7 ივლისს დაკითხეს მას შემდეგ, რაც მედია ღამით, ხიდზე გადაღებულ კადრებში აღმოჩენილი მიკროავტობუსით დაინტერესდა. საბედისწერო ღამეს, მაშინ როცა გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა, დავით კიპაროიძე იმ შენობასთან  იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირება მოხდა. 

დავით კიპაროიძე "მთავარ არხს" ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე არ დახვდა. მეზობლების თქმით,  პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ კიპაროიძე სახლში აღარ უნახავთ. მათი ვერსიით ის ახლობლებთან ერთად საჩხერეში წავიდა.

დავით კუპაროიძე ერთადერთი მოწმე არ არის, რომელიც გამოძიებას აბსურდულ ჩვენებას აძლევს. ერთ-ერთი ასეთი რატი ტუსიაშვილია. ის  ე.წ. დიდუბის ეპიზოდზე "მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად სახელდება.

ტუსიაშვილი ჩვენებაში წერს, რომ ნარეკვავიდან მისი მეგობარი ნიკა ხეჩოშვილი 18 ივნისის ღამით სახეზე მიყენებული დაზიანებებით ნახა.

სულ სხვა გარემოებაზე საუბრობს თავად არასრულწლოვანი. მის  ჩვენებაში რატი ტუსიაშვილი საერთოდ არ ფიგურირებს . 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რატი ტუსიაშვილი ორჯერ გამოკითხეს. ირკვევა რომ გამოძიებას მან ორივეჯერ სხვადასხვა ჩვენება მისცა. 

რატი  ტუსიაშვილის პირველი ჩვენების მიხედვით ირკვევა რომ 18 ივნისის ღამეს ის მეგობარ ნიკა ხეჩოშვილს მეტრო გოცირიძესთან შეხვდა, რომელსაც სახეზე  სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, ამავე ჩვენებაში ამბობს რომ საგურამოს მიმართულებით მარტო წავიდა, დატრიალდა და თბილისში დაბრუნდა. 

მეორე ჩვენებით დგინდება რომ რატი ტუსიაშვილი კუთვნილი მერსედესის ტიპის ავტომობილით თბილისიდან საგურამოს მიმართულებით მიემართება, საგურამოსთან ატრიალებს და უკან ბრუნდება, თუმცა რატი ტუსიაშვილი ადასტურებს რომ ამ დროს მასთან ერთან ნიკა ხეჩოშვილიც იმყოფებოდა.

ტოიოტა ქამრის მგზავრების ადვოკატებს უჩნდებათ ეჭვი რომ თუ კი საქმის მოწმეები ჩვენებს ყოველი გამოკითხვისას შეცვლიან, გამოძიება დამნაშავის კვალზე ვერ გავა და ბრალდებული ვერ გამოიკვეთება

კიდევ რამდენი მანქანა მონაწილეობდა საქმეში და ვინ იყო ტრაგედიის ღამეს შემთხვევის ადგილზე, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჩვენებების მიხედვით ამის გარკვევა თითქმის შეუძლებელია.

მაგალითად, მერსედესის მგზავრები ყვებიან, რომ სამრეცხაოსთან ჩხუბის შემდეგ ორი პირი - ლაშა შერმადინი და მერაბიშვილი წამოიყვანეს თბილისში, თუმცა ზარების ამონაწერის მიხედვით,ლაშა შერმადინი 01:48:51-ზე ჯერ კიდევ მცხეთაშია და ტელეფონით ესაუბრება "ტოიოტას მგზავრს" ვახტანგ ჩიქოვანს. თუ მოწმეები ჩვენებებს ასეთი რეკორდული სისწრაფით შეცვლიან, გაურკვეველია რა მასალებით იხელმძღვანელებს გამოძიება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი