სააკაშვილის საქმე ისევ გადაიდო და "ქართული ოცნების" ხელისუფლება კვლავ პროცესის გაჭიანურების ტაქტიკას მიმართვს. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ისევ განგაშს აცხადებენ და ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება პოლიტპატიმარს ნელი სიკვდილით კლავს. უფლებადამცველების შეფასებით, ეს არის ღია მცდელობა, რომ სააკაშვილს ხელი შეეშალოს საზღვარგარეთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაში.
მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება პროცესის გადავადების შესახებ კიდევ ერთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. პოლიტპატიმარად ქცეული, სააკაშვილის თანამებრძოლი და ყოფილი ადვოკატი, ნიკა გვარამია დროის გაყვანის ტაქტიკაში ხედავს ხელისუფლების ლიდერების დამოკიდებულებას, რომლებიც, როგორც ჩანს, არ მიიჩნევენ, რომ მესამე პრეზიდენტს სამედიცინო მკურნალობა სჭირდება.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი