"არ მოკლა პრეზიდენტი!" | პროტესტის მეშვიდე დღე ორბელიანების სასახლესთან - რას გეგმავს ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

პროტესტის მეშვიდე დღე. სამოქალაქო აქტივისტები ღამეს ისევ სალომე ზურაბიშვილის სახლთან გაათევენ. მოთხოვნა უცვლელია - არ მოკლა პრეზიდენტი! მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად საზოგადოება მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანდება.

მესამე პრეზიდნეტის შეწყალებისა და გადარჩენის მოთხოვნით რეგიონებში შეგროვებული ხელმოწერები დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზურაბიშვილის რეზიდენციაში შეიტანა. პარალელურად, ოპოზიცია მიმართავს უკრაინის პრეზიდნეტსაც. პოლიტიკოსები და დიპლომატები ვოლოდიმერ ზელენსკის სთხოვენ, სააკაშვილი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს, რადგან ის სწორედ პუტინის პირადი ტყვეა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი