"ოცნებას" გამიჯნული დიმიტრი ხუნდაძე ყოფილი თანაგუნდელის, გია ვოსლკის აზრს იზიარებს და ამბობს, რომ არ შეიძლება, საკანი "ლუქს" პალატამ ჩაანაცვლოს და "ლუქს" პალატა პარტიულ ოფისად იქცეს.
"არ შეიძლება, საკანი "ლუქს" პალატამ ჩაანაცვლოს და "ლუქს" პალატა პარტიულ ოფისად იქცეს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. მითუმეტეს ამ ვითარებაში, როდესაც ის პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტად იქცა. რეალურად, მისი ცუდად ყოფნა სწორედ ხელისუფლებას არ აწყობს, ექსპრეზიდენტის ზოგიერთ პოლიტიკურ მეგობარს კი ახლა წაადგებოდა ვითარების დასაძაბად და "შანსიც გაჩნდებოდა". დღემდე, მიხეილ სააკაშვილს 1600-მდე სტუმარი სტუმრობდა. ვინ იღებს გარანტიას, რომ მათ შორის ყველა სანდოა მისი უსაფრთხოებისთვის?", - ამბობს ხუნდაძე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, "რევოლუციური კომიტეტი შექმნეს საავადმყოფოში, იმ ლუქსში, სადაც სააკაშვილი დროებით ცხოვრობს".
შეგახსენებთ, რომ შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.