ჩინეთის მთავრობამ COVID-ის გავრცელების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გაავრცელოს - ჯანმო

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობამ COVID 19-ის შესახებ ინფორმაცია მიღებისთანავე უნდა გაავრცელოს, რადგან ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.

WHO-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სურთ ნახონ დამატებითი მონაცემები ჰოსპიტალიზაციის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიღების, გარდაცვალებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩინეთმა ბევრი მკაცრი შეზღუდვა მოხსნა, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რამდენიმე ქვეყანამ კი ჩინეთიდან მოგზაურებისთვის შეზღუდვები დააწესა. 

შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა, სამხრეთ კორეამ, ინდოეთმა, იტალიამ, იაპონიამ და ტაივანმა დააწესეს Covid ტესტები ჩინეთიდან მოგზაურებისთვის, ხოლო ჩინეთიდან ინგლისში ჩასულ მგზავრებს მოუწევთ უარყოფითი ტესტის წარდგენა რეისზე ასვლამდე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფი Covid-19-ის ევოლუციის შესახებ შეხვედრას გამართავს სამშაბათს. სააგენტო ამბობს, რომ მან მოიწვია ჩინელი მეცნიერები, რათა წარმოადგინონ დეტალური მონაცემები ვირუსული თანმიმდევრობის შესახებ.

ჩინეთში არსებული შეზღუდვების მოულოდნელი მოხსნა ნოემბრის პროტესტს მოჰყვა.

მანამდე ჩინეთში ნულოვანი კოვიდ პოლიტიკა მოქმედებდა, ის მოიცავდა მკაცრ ჩაკეტვას, მაშინაც კი, თუ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო აღმოჩენილი, ასევე, მასობრივ ტესტირებას იმ ადგილებში, სადაც დაფიქსირდა შემთხვევები, Covid-ის მქონე ადამიანებს კი სახლში ან კარანტინში სამთავრობო დაწესებულებებში იზოლაცია უწევდათ.

ჩაკეტვა და საკარანტინო წესები გაუქმებულია, მოქალაქეებს ახლა საზღვარგარეთ გადაადგილება თავისუფლად შეუძლია.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, კოვიდის შემთხვევები მატულობს, ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში დღიურად  დაახლოებით 5000 ინფიცირება ფიქსირდება. მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, რიცხვები საგრძნობლად არ არის დათვლილი  და ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა შეიძლება მილიონს უახლოვდებოდეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დეკემბერში COVID19-ით 13 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ბრიტანეთში დაფუძნებული ჯანმრთელობის ორგანიზაცია Airfinity-მ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთში დღიურადა, სავარაუდოდ, დაახლოებით 9 000 ადამიანი იღუპება ვირუსით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი