პუტინმა სვეტლანა მედვედევა "კეთილი საქმისთვის" სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის ცოლი სვეტლანა მედვედევა "კეთილი საქმისთვის" სამკერდე ნიშნით  დააჯილდოვა - ამის შესახებ განკარგულება რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ვბგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, მედვედევა დაჯილდოვდა სოციალური და კულტურული ინიციატივების ფონდის პრეზიდენტის თანამდებობაზე „საქველმოქმედო და სოციალურ საქმიანობაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“.

სოციალური და კულტურული ინიციატივების ფონდი 2008 წელს დაარსდა. ის ჩართულია პროექტებში "რუსულ ოჯახებში დემოგრაფიული და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებსაიტზე.მედვედევა სხვა საკითხებთან ერთად, პასუხისმგებელია პროგრამაზე „უმცროსი თაობის სულიერი და მორალური კულტურის განვითარება რუსეთში“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი