მოწამვლა, ფსიქოლოგიური წამება...გარკვევას დასჭირდება იმდენი დრო, შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილი ცოცხალიც აღარც იყოს - გურული

გამოქვეყნდა:

ამერიკაში მცხოვრები ექიმის, ზურაბ გურულის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებელია, რათა დადგინდეს კონკრეტულად რა დიაგნოზი აქვს მას.

ზურაბ გურულის თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეალურ მდგომარეობაზე საზოგადოება ობიექტურ ინფორმაციას ვერ იღებს.

"არ გვაქვს დღეს ობიექტურად ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ჯანმრთელობის რა პრობლემა აქვს ამ ადამიანს. ჯერჯერობით მიდის დიაგნოზებით ხმალაობა და სხვადასხვა დიაგნოზის დასახელება, იმ მძიმე დიაგნოზების როგორიცაა, მაგალითად, მოწამვლა, ფსიქოლოგიური წამება და ა.შ. ამის გარკვევას დასჭირდება იმდენი დრო, რომ მისი საბოლოოდ გარკვევის შემდეგ, შესაძლებელია პაციენტი ცოცხალიც აღარ იყოს. ამიტომაა საჭირო, ასეთ შემთხვევაში ობიექტურად ადამიანი გადაჰყავთ ისეთ კლინიკაში, სადაც მოხსნილი იქნება ყველა ის პრობლემა, რაც ამჟამად იწვევს გაურკვევლობას", - თქვა ზურაბ გურულმა.

ამ წუთებში კლინიკა ვივამედში მიხეილ სააკაშვილთან დედა, გიული ალასანია იმყოფება, შესვლის წინ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 29 დეკემბერს კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მხოლოდ გიული ალასანიას და ადვოკატებს აქვთ. კლინიკის განმარტებით, კარანტინის მიზეზი ქვეყანაში მძიმე ინფექციური ვირუსების მატება გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი