უწყვეტი პროტესტის მე-8 დღე პრეზიდენტის სახლთან - სამოქალაქო აქტივისტემბა ღამე ისევ სალომე ზურაბიშვილის სახლთან გაათენეს. სადღესასწაულო დღეების მიუხედავად აქციები გრძელდება და დღეს მოქალაქეები პრეზიდენტის სახლთან ისევ მივლენ.
"არ მოკლა პრეზიდენტი" - მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ საააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვნა და ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობაა.აქციის პარალელურად სახლის მიმდებარედ მობილიზებული არიან პოლიციელები.
მესამე პრეზიდნეტის შეწყალებისა და გადარჩენის მოთხოვნით რეგიონებში შეგროვებული ხელმოწერები "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზურაბიშვილის რეზიდენციაში შეიტანა. პარალელურად, ოპოზიცია მიმართავს უკრაინის პრეზიდნეტსაც. პოლიტიკოსები და დიპლომატები ვოლოდიმერ ზელენსკის სთხოვენ, სააკაშვილი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს, რადგან ის სწორედ პუტინის პირადი ტყვეა.