ებრაელებმა უნდა დატოვონ რუსეთი - მოსკოვის ყოფილი მთავარი რაბინი

გამოქვეყნდა:

"დატოვეთ რუსეთი" - მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ებრაელებს რუსეთის დაყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

The Guardian-თან ინტერვიუში ფინჰალს გოლდშმიდტმა ცარიზმისა და სტალინური რეჟიმი პერიოდებზე და იმ დროინდელი ხელისუფლების მიერ ებრაული საზოგადოების დასჯაზე ისაუბრა.

"რომ შევხედოთ რუსეთის ისტორიას, დავინახავთ, რომ როცა პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, მთავრობა მასების რისხვისა და უკმაყოფილების გადატანას ებრაელებზე ცდილობდა", - თქვა მოსკოვის ყოფილმა რაბინმა.

თავად გოლდშმიდტმა რუსეთი მარტში მას შემდეგ დატოვა, რაც კრმელის მოთხოვნა არ შეასრულა და უკრაინაში დაწყებულ ომს მხარი არ დაუჭირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი