ქუთაისში, ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია და დანაშაულს აღიარებს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის1975 წელს დაბადებული ბ.კ-ა. შსს-ს ინფორმაციით, ბ.კ დანაშაულს აღიარებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა“ - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული 7-დან  15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთაისში, საცხოვრებელ ბინაში, მოკლული ქალი გასულ ღამეს იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი