"ახალი წლის ღამეს უკრაინაზე ეს ცინიკური შეტევა სრულად აჩვენებს რუსეთის ამაზრზენ არსს" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ახალი წლის ღამეს უკრაინაზე "ეს ცინიკური შეტევა სრულად აჩვენებს რუსეთის ამაზრზენ არსს". მისივე თქმით, ბოროტების დღესასწაული დიდხანს არ გაგრძელდება

"ახალი წლის ღამეს უკრაინაზე ეს ცინიკური შეტევა სრულად აჩვენებს რუსეთის ამაზრზენ არსს. დანგრეული სახლები, მკვდარი ხალხი და ეს ყველაფერის ფონზე სადღესასწაულო ფეიერვერკით,  აჯილდოებენ მსუქანი რუს-გენერალებს. ბოროტების დღესასწაული დიდხანს არ გაგრძელდება. 2023 წელს ყველა სამხედრო დამნაშავე უნდა მიიღოს სასჯელი" - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა უკრაინული დასახლებების მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს, გარდა ამისა არის მსხვერპლიც.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი