
მსოფლიო 2023 წლის დადგომას აღნიშნავს - ამ წუთებში ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ახალ წელს გრანდიოზული სანახაობით ხვდებიან - ახალი ზელანდია, ავსტრალია, იაპონია, ჩინეთი, ოკეანეთის და აზიის ქვეყნების დიდი ნაწილი კი უკვე შეხვდა ახალ წელს და მსოფლიო დედაქალაქებში საზეიმო კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. პირველებმა კი ახალი წელი კუნძულ კირიბატისა და ტონგაზე აღნიშნეს.
ტრადიციულად განსაკუთრებით გამორჩეული იყო საახალწლო ფეირვერკები - ცენტრალურ მოედნებზე შეკრებილმა ადგილობრივემა და ტურისტებმა მიმავალი წლის ბოლო წამები აითვალეს და ერთად გააცილეს 2022. რის შემდეგაც ოკლენდში, სიდნეში, შანხაიში, ტოკიოში, სინგაპურში, ჰონკონგსა და სხვა ქალაქებში განსაკუთრებულად თვალისმომჭრელი სანახაობები გაიმართა.