სარაკეტო იერიში ოკუპირებულ მაკიივკაზე - უკრაინა აცხადებს, რომ დაღუპულია 400-მდე ოკუპანტი

გამოქვეყნდა:

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკიივკას ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს შენობაზე, სადაც ოკუპანტები იმყოფებოდნენ. შედეგად, 400-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაშავდა 300-მდე. შენობა მთლიანად განადგურებულია.

სარაკეტო იერიშს ადასტურებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლობაც, თუმცა დაღუპულებზე არაფერს ამბობენ.

არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი ძირითადად მობილიზებული რუსი ჯარისკაცები იყვნენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი