"არ მოკლა პრეზიდენტი" - მოძრაობამ „საქართველოსთვის" აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა.
მათი მთავარი მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცეს უცხოეთში, სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა.
აქციის პარალელურად, ივანიშვილის კარ-მიდამოსთან მობილიზებული იყო პოლიცია.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი გლობალური აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში 4 იანვარსაა დაგეგმილი.