"ბედობის დღეა, მაგრამ კარგი არაფერი არ დაგვებედა" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

2023 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახალი რეგულაციებით ხვდება. ახალი წლიდან მასთან საკნად ქცეულ პალატაში შესვლა აეკრძალათ პარლამენტის წევრებს, შვილებს, ადვოკატებს კი ჩამოერთვათ უფლება მიხეილ სააკაშვილი შაბათ-კვირას მოინახულონ. 

მასთან ვეღარ შეაქვთ და ვერც გამოაქვთ წერილები. პრეზიდენტის ექიმები კი სრული კონტროლის ქვეშ არიან. გაჭიანურებული პროცესების პარალელურად მისი მდგომარეობა მძიმდება. ჯერჯერობით ოჯახის წევრებიდან დედა ერთადერთია ვისაც ამ დრომდე პალატაში უშვებენ. 

"ბედობის დღეა, მაგრამ კარგი არაფერი არ დაგვებედა. საჭმელს ვერ იღებს, ცოტას შეეცადა და უკან ამოიღო ყველაფერი, რომ ვუთხარი ცოტა წამოჯექი მეთქი, არ შემიძლია ვერ ვჯდებიო. მადლობელია ყველა იმ ადამიანის ვინც მხარს უჭერს და ხშირად ეს გმირობაა მათ მხრიდან და ყველას უსურვებს ბედნიერ წელს" ამბობს გიული ალასანია. რომელმაც ვივა მედში დღეს მესამე პრეზიდენტი მოინახულა. 

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი